კარზაის თქმით ნატომ მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა

ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, ნატოს ძალები დაადანაშაულა 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილში, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი აღმოსავლეთ ავღანეთში. კარზაის განცხადება მოჰყვა კუნარის პროვინციის მმართველის, ფაზილულა ვაჰიდის, კომენტარს, რომელიც ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების სარდლობით მოქმედმა ნატოს ძალებმა მოკლეს 63 ადამიანი, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. უფრო ადრე ნატოს სარდლობამ განაცხადა, რომ გამოიძიებს ავღანეთის ხელისუფლების პრეტენზიებს.