ავღანეთში დაიღუპა ერთი ქართველი ჯარისკაცი და დაიჭრა ორი

კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კაპრალი გიორგი ავალიანი, რომელიც 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიჭრნენ კაპრალები ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.