საქართველოში ჩამოასვენეს კაპრალი გიორგი ავალიანი

ავღანეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს კაპრალი გიორგი ავალიანი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო დავალების შესრულებისას დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად. 32-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. მისი დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.