ყანდაარში კიდევ ერთ ტერაქტი მოხდა

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, უშიშროების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ოცზე მეტი ადამიანი დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად პროვინცია ყანდაარში. თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა, როცა მას უშიშროების თანამშრომლები და გამვლელები შემოერტყნენ გარს. უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ავღანეთში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამგვარი თავდასხმების შედეგად.