ობამამ ლიბიაში შექმნილი ვითარება იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სატელეფონო მოლაპარაკებები ჩაატარა იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან. განიხილეს ლიბიის ხელისუფლებაზე ზემოქმედების შესაძლო გზები და დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის გზები.