არაბული ლიგის ყოფილმა ხელმძღვანელმა შეიძლება ეგვიპტეში კენჭი იყაროს

არაბული ლიგის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ამრ მუსამ, სახელმწიფო მედიის ცნობით დღეს განაცხადა, რომ ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. სახელმწიფო საინფორმაციო ვებსაიტის, Egynews-ის თანახმად, მუსამ ეს კაიროში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა და დასძინა, რომ ოფიციალურ განცხადებას საჭირო დროს გააკეთებს. თუმცა მუსას აპარატის ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას მყარი გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. 11 თებერვალს, ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან გადადგომიდან რამდენიმე საათში, მუსამ არაბული ლიგის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. მუსა - რომელსაც წარსულში გაეროში ეგვიპტის წარმომადგენლადაც აქვს ნამუშევარი - არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს არ წარმოადგენს.