ავღანეთში ნატოს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარების განცხადებით, დღეს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ნატოს ინფორმაციით, სამი ჯარისკაცი შეიწირა გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქებამ, ერთი კი მეამბოხეების მიერ განხორციელებულმა იერიშმა. განცხადებაში ნათქვამი არ არის, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ დაღუპული ჯარისკაცები.