საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიჟო რეჟიმი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება. მათ შორის არიან ჟურნალისტები, სტუდენტები და ბიზნესმენები. 12 კატეგორია ვიზის მოსაკრებელს არ გადაიხდის, ხოლო დანარჩენებისათვის 65 ევროს ნაცვლად გადასახადი 35 ევრომდე შემცირდა. გამარტივებული სავიზო რეჟიმი რეადმისიის ხელშეკრულებასთან ერთად შევიდა ძალაში.