ჟენევის მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

რუსეთის ფედერაცია კვლავა უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხერეთი ოსეთის ტერიტორიაზე, - განაცხადა ჟენევის მოლაპრაკების დასრულების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ. მოლპარაკების მე-15 რაუნდი ჟენევაში 4 მარტს გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის, ასევე ვაშინგტონის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების დამატებით მექნიზმებს - თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, დევნილების დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვაყურეთა დაშვების საკითხებს განიხილავდნენ. სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებმა უარი თქვეს საქართველოს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე,“ საერთაშორისო მოლაპრაკებები გაგრძელდება. მისი თქმით, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები გამოვიდნენ წინადადებით, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა საოკუპაციო ხაზზე. ასევე განვიხილეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „იმედი მაქვს, რომ ამ თემებზე მომდევნო რაუნდებზე იქნება მეტი პროგრესი“, - დასძინა სერგი კაპანაძემ.