ბაჰრეინში გაიმართა ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა შენობასთან, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ოფისი მდებარეობს, მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. ბაჰრეინში თებერვლის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით. დემონსტრანტები დაბანაკებული არიან მანამის მარგალიტის მოედანზე, რომელიც ანტისამთავრობო აქციების ეპიცენტრად იქცა.