ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ლიბიიდან დღეს მიღებული ცნობების თანახმად, შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ტელეკომპანია ”ბიბისის” ცნობით ქალაქ მისრატას საავადმყოფოში ბოლო საათების განმავლობაში ოცი დაღუპული და ასზე მეტი დაჭრილი მიიყვანეს. ბინ ჯავადში კი სულ ცოტა შვიდი დაღუპული და 50-ზე მეტი დაჭრილია. მუამარ კადაფის ერთგული ჯარები ქალაქ რას-ლანუფის შტურმი სცადეს, თუმცა ამბოხებულებმა მათი მოგერიება შეძლეს.