ვმო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 9 მარტს დაიწყება

საქართველოს დელეგაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დასაწყებად 9 მარტს გაემგზავრება ბერნში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. მოლაპარაკებებს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს. დელეგაციას თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს.