ჟაკ შირაკს სასამართლო ელის

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის, სასამართლო დღეს საღამოს პარიზში გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თანამედროვე საფრანგეთის პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუწევს. შირაკს, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში პარიზის მერის პოსტზე მუშაობდა, ბრალი ედება ყალბი სამუშაო ადგილების შექმნაში, სინამდვილეში კი ქალაქის საბიუჯეტო თანხებს საკუთარი პარტიის ანგარიშზე რიცხავდა. შირაკი უარყოფს წაყენებულ ბრალდებას. 78 წლის შირაკს 10-წლიანი პატიმრობა და 150 000 ევროს მოცულობის ჯარიმა ელის, თუკი მას დანაშაული დაუმტკიცდება.