ქართული მხარე რუსეთს არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-15 რაუნდისას, რომელიც გასულ პარასკევს ჟენევაში გაიმართა, რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, მხარეებმა პროგრესს ვერც ერთ საკითხში ვერ მიაღწიეს. შეგახსენებთ, რომ თბილისის დელეგაციამ ჟენევაში დასვა რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები.