ჯოზეფ ბაიდენი განაგრძობს ევროპულ ტურნეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰელსინკიშია. დღეს ის ფინეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ფინეთიდან ბაიდენი დღეს რუსეთში გაემგზავრება. ვიცე-პრეზიდენტი ხუთშაბათს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე სიტყვას წარმოთქვამს. ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთში შეხვედრებზე ანტისარაკეტო თავდაცვაში თანამშრომლობასა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ილაპარაკებენ. მოგვიანებით ბაიდენი მოლდავეთს ეწვევა.