10 მარტს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ 10 მარტს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მიემგზავრება. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ვიზიტს უწოდა ”საინვესტიციო ხასიათის” და განმარტა, რომ ბიზნესმენ დონალდ ტრამპთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების კონტრაქტს. მანანა მანჯგალაძის ცნობითვე, აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და ამერიკელ სენატორებს.