ერაყში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, დიიალას პროვინციაში, ქალაქ ქანაანში მანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. აფეთქება მოხდა სამხედრო ბაზასთან, რომელიც ბაღდადიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, დაინგრა შენობა და შესაძლებელია, ნანგრევებში მეტი დაღუპული აღმოჩნდეს.