საქართველო იაპონიაში მაშველთა ჯგუფის გაგზავნას აპირებს

საქართველოს მთავრობა იაპონიაში მაშველთა ჯგუფის გაგზავნას აპირებს და შესაძლებლობის ფარგლებში ფინანსური დახმარების საკითხსაც განიხილავს, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე ცნობით, საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრისას ტოკიო თბილისისგან დახმარების მზადყოფნას მიესალმა.