ლიბიის ლიდერის ჯარებმა იერიში მიიტანეს ქალაქ მისრატაზე

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარებმა საარტილერიო იერიში განახორციელეს ქალაქ მისრატაზე - მეამბოხეების ბოლო მსხვილ დასაყრდენზე დასავლეთ ლიბიაში. დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. მისრატაზე (ლიბიის სიდიდით მესამე ქალაქზე) იერიშის პარალელურად, კადაფის ჯარები უახლოვდებიან ქალაქ ბენღაზის, რომელიც მეამბოხეების მთავარი დასაყრდენია აღმოსავლეთ ლიბიაში.