სომხეთში ანტისამთავრობო აქცია მოეწყო

ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა ერევანში ჩატარებულ საპროტესტო აქციაში, რომლის მოთხოვნას მთავრობის გადადგომა წარმოადგენდა. ოპოზიციის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ სომხეთში არაბულ სამყაროში მიმდინარე ამბოხების მსგავსი პროცესი განვითარდება - თუმცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ ულტიმატუმებს არ დანებდება. სომხეთის ეროვნული კონგრესის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა დღევანდელ აქციას „უკანასკნელი გაფრთხილება“ უწოდა. მიმდინარე თვის დასაწყისში ქვეყანაში კიდევ ერთი დემონსტრაცია ჩატარდა, რომელშიც 10,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ის აქცია ყველაზე მასშტაბური იყო მას შემდეგ, რაც 2008 წელს, არჩევნების შემდგომმა შეტაკებებმა პოლიციასთან 10 ადამიანი იმსხვეპლა.