ოკუპირებულ სოხუმში უგო ჩავესს ელიან

ოკუპირებულ სოხუმში ვენესუელის პრეზიდენტს ელიან. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ დღეს მოსკოვში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უგო ჩავესმა სოხუმში ვიზიტისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ამასთან, შამბამ კონკრეტული თარიღი არ დაასახელა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ვენესუელის პრეზიდენტის ვიზიტი წელს შედგება.