მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იაპონიის საელჩოს ესტუმრა

იაპონიას მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეული ტრაგედიის გამო კვლავ მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ვაშინგტონში იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ფინანსური დახმარება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ იაპონიამ აღმოუჩინა.