ანკარაში ჟურნალისტებმა გამოსვლა მოაწყვეს

თურქეთში გაიმართა საპროტესტო მსვლელობა, რომლის მონაწილეები ჟურნალისტებისთვის მეტ თავისუფლებას მოითხოვდნენ. ანკარის ქუჩებში გავიდნენ 2000-მდე ადამიანი, ძირითადად ჟურნალისტები, რომლებსაც თურქეთის მედიის კანონში ცვლილებების შეტანა სურთ.