იემენში შიდაპოლიტიკური დაძაბულობა მატულობს

იემენის დედქალაქ სანაში ორშაბათს არმიამ ტანკებისა და ჯავშანმანქანების გამოყენებით დაიკავეს მნიშვნელოვანი პოზიციები, იმ დროს, როდესაც გენერლებმა დიპლომატებმა და თემთა ლიდერებმა ოპოზიციის მხარეზე გადასვლა დაიწყეს. მანიფენსტანტები მოითხოვენ, რათა ქვეყნის პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰიმ უარი თქვას სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, რომელიც 32 წლის განმავლობაში უკავია. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ძალადობის აქტები სანაში დაუშვებელია. იმავდროულად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ განაცხადა, რომ სალეჰის პოსტის გარდაუვალი დატოვება ელოდება.