საქართველოს პარლამენტში სამთავრობო დებატები გრძელდება

მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრთა დებატები. დღეს საკუთარი ანგარიში პარლამენტს წარუდგინეს ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. დღესვე დეპუტატები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენენ. პარლამენტში დებატების საბაბით გადაიდო მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრა, რომელზეც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მომზადებული წინადადებების შესახებ დისკუსია უნდა დაწყებულიყო.