თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი მიმდინარეობს

საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე თბილისში მსჯელობენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ Rose-Roth-ის სემინარზე. დისკუსიის დაწყებამდე სემინარის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა. კარლ ლამერსმა აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს და ასამბლეა მზად არის ამ პროცესს ხელი შეუწყოს. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ დაადასტურა, რომ თბილისი მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღემდე ვერ მიიღო პასუხი შეკითხვაზე ”რა უნდა რუსეთს საქართველოსგან”.