იერუსალიმში აფეთქება მოხდა

იერუსალიმში, სულ ცოტა, ერთი ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც დღეს მოხდა ავტობუსის ცენტრალურ სადგურზე. დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აფეთქებაში პალესტინელ ექსტრემისტებს ადანაშაულებენ. იერუსალიმში რამდენიმე წელია, აღარ განხორციელებულა ასეთი მასშტაბური თავდასხმა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარის გამო რუსეთში ვიზიტი გადადო.