24 მარტი ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ამასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აქცია - "მე ვაჩერებ ტუბერკულოზს" - გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსი" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, აქცია უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და "ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციის" მიერ ტარდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში აქციის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტები და ემბლემები დარიგდება. სტუდენტები ცოცხალი ჯაჭვით გამოსახავენ ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ემბლემას. აქციის მიზანი საზოგადოების ინფორმირება და დაავადების პრევენციაა. ასევე, მედიკოს სტუდენტების ჩართვა ტუბერკულოზთან ბრძოლის საქმეში და მათში დაინტერესების გაღრმავება.