ბირმაში ორი მიწისძვრა მოხდა

ბირმაში ორი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა შეარყია რეგიონი, რომელიც ტაილანდსა და ლაოსს ესაზღვრება. ამავე წყაროს ცნობით, პირველ მიწისძვრას, რომლის სიმძლავრეც 7 იყო, ერთი წუთში მოჰყვა იმავე მაგნიტუდის მეორე მიწისძვრა. ბიძგები მეზობელი ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკშიც იგრძნეს. პოლიციის ცნობით, ტაილანდში დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი ადამიანი.