იაპონიაში მსხვერპლთა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია

იაპონიაში 11 მარტს მომხდარი კატასტროფული მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლთა ოფიციალურად დადასტურებულმა რიცხვმა 10 ათასს მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო ”კიოდო” იუწყება. სპეციალისტების შეფასებით, დაზარალებული რეგიონების აღდგენა ქვეყანას 300 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდება.