ბაღდადში აფეთქებამ ცხრა ადამიანი შეიწირა

ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით ბაღდადში ცხრა ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, მანქანა აფეთქდა კაფესთან, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ბაღდადში, უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ რაიონში მდებარეობს. დაღუპულების უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, ისინი ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ.