სანოძის მკურნალობა ისრაელში გაგრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე გუშინ, გვიან ღამით, სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ვასილ სანოძეს სამსახურებრივი ტაბელური იარაღი 3 მაისს, გამთენიისას, საკუთარ ბინაში გაუვარდა, რის შედეგადაც ის თავის არეში დაიჭრა. სასწრაფო ოპერაცია მას თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამორიცხავს გავრცელებულ ვერსიას თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.