თანამდებობა დატოვა ცესკოს პრესსპიკერმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. თუმცა ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მწვავე დაპირისპირება უძღოდა წინ. ჯული გიორგაძის განცხადებით, სამსახურიდან ის საკუთარი სურვილის საფუძველზე გათავისუფლდა.