ბელორუსია რუს უფლებადამცველებს ატოვებინებს ქვეყნის ტერიტორიას

ბელორუსიის ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა რუსეთის სამ უფლებადამცველს, რომლებიც ამ დღებში ჩავიდნენ მინსკში. მათი მიზანი იყო 19 დეკემბრის საპროტესტო აქციების მონაწილეთა სასამართლო პროცესების მეთვალყურეობა. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ბელორუსიაში შესვლა აეკრძალა რუსეთისა და უკრაინის სულ ცოტა ათ მოქალაქეს - საერთაშორისო სამეთვალყურეო კომისიის წევრებს. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა.