რუსთავში პოლიციამ ”სახალხო კრების” აქციის მონაწილეები დააკავა

რუსთავში პოლიციამ ”სახალხო კრების” აქციის მონაწილეები დააკავა. როგორც ჩვენს კორესპონდენტს აცნობეს „სახალხო კრების“ წევრებმა, დაკავებულია აქციის 12 მონაწილე. აქცია რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ვალერი დუღაშვილის სახლთან იმართებოდა. დუღაშვილს კრება კორუფციაში ადანაშაულებს. "სახალხო კრების" წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსთავში, აქციისმონაწილეების დაკავება პოლიციელებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა სამართალდამცველს ხელი გაარტყა. "სახალხო კრების" ცნობით, ზემოხსენებულ მამაკაცს აქციის მონაწილეები არ იცნობდნენ.