მოსკოვთან დააკავეს ხიმკის ტყის 25 დამცველი

მოსკოვის მახლობლად ხიმკის ტყის დამცველთა შეკრების დროს დააკავეს 25-მდე იქ მყოფი პირი, მათ შორის „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი უდალცოვი და პარტია იაბლოკოს ლიდერი, მიტროხინი. უდალცოვის თქმით, ეს არ იყო მიტინგი, ეს იყო სახალხო შეკრება, რასაც მთავრობის უფლება არ სჭირდება. პარტის "იაბლოკოს" განცხადებით, პოლიციამ ძალა იმხარა და ზოგიერთი მონაწილე დაშავდა. "იტარ-ტასს" მოჰყავს მოსკოვის პოლიციის წარმომადგენლის, ევგენი გილდეევის ნათქვამი, რომ დემონსტრანტები დააკავეს, რადგან არ დაემორჩილენ მოთხოვნას, დაშლილიყვნენ.