თქვენც იქ იყავით?

საპროტესტო გამოსვლა ალმა-ატის ცენტრალურ მოედანზე, მაშინდელ „ახალ მოედანზე“, 1986 წლის 17-18 დეკემბერი.

კრასნოდარში გამართულ დემონსტრაციაზე ყირიმელი თათრები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. ეს იყო ეთნიკურ ნიადაგზე პირველი საპროტესტო გამოსვლა, რომელიც საბჭოთა პრესამ გააშუქა. 1988 წლის 6 მარტი.

მოლდავეთის სახალხო ფრონტის მიერ 1989 წლის ივნისში მოწყობილი აქციის მონაწილეები მოლდავურის სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვენ.

„უკრაინის სახალხო მოძრაობა პერესტროიკისთვის“ (რუხი) კიევში მართავს ეროვნული აღორძინებისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციას. 1989 წლის 23 ოქტომბერი.

„უკრაინის სახალხო მოძრაობა პერესტროიკისთვის“ (რუხი) კიევში მართავს ეროვნული აღორძინებისა და დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციას. 1989 წლის 23 ოქტომბერი.

1990 წლის 21 იანვარს სამი მილიონი უკრაინელი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვიდან კიევამდე ცოცხალ ჯაჭვს ქმნის გაერთიანების დღის 71-ე წლისთავის აღსანიშნავად. ამ დღეს უკრაინის ეროვნული რესპუბლიკა და დასავლეთ უკრაინის ეროვნული რესპუბლიკა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ.

1990 წლის 21 იანვარს კიევში, ბოგდან ხმელნიცკის მოედანზე (ამჟამად სოფიის მოედანზე) დემონსტრანტები იკრიბებიან. ისინი აღნიშნავენ 1919 წლის 22 იანვარს უკრაინის გაერთიანების ისტორიულ აქტს, როცა უკრაინის ეროვნული რესპუბლიკა და დასავლეთ უკრაინის ეროვნული რესპუბლიკა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ.

1990 წლის 15 თებერვლის დემონსტრაცია დუშანბეში, ლენინის მოედანზე. ამ მოვლენას წინ უსწრებდა სისხლიანი გამოსვლები და პოლიტიკურ არენაზე ისლამისტების გამოჩენა.

დამოუკიდებელი უკრაინის ახალგაზრდული კავშირი 1990 წლის 30 სექტემბერს კიევში აწყობს საბჭოთა კავშირის სიმბოლურ დასაფლავებას. პლაკატებზე წერია: „სსრკ ხალხების საპყრობილეა“ და „ნამგალი და ურო სიკვდილსა და შიმშილს ნიშნავს“.

უკრაინის სახალხო მოძრაობის წევრების დემონსტრაცია კიევში 1990 წლის 30 სექტემბერს. დემონსტრანტებმა საბჭოთა კავშირიდან უკრაინის გამოყოფა მოითხოვეს.

1991 წლის 10 აპრილს საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრი ცეკვავს თბილისში, მას მერე, რაც რესპუბლიკამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მოსკოვის ცენტრში, კალინინის გამზირზე განლაგებული ტანკები საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ მიმართული პუტჩის მცდელობისას 1991 წლის 19 აგვისტოს.

1991 წლის 27 აგვისტოს კიშინიოვში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილენი მხარს უჭერენ მოლდავეთის პარლამენტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე.

ბაქოს მკვიდრი ნაჯახით ჩეხავს ვლადიმირ ლენინის პორტრეტს 1991 წლის 21 სექტემბერს, ერთი თვით ადრე, ვიდრე აზერბაიჯანის უზენაესი საბჭო დამოუკიდებლობის დეკლარაციას მიიღებდა.

დუბასარიში მომხდარი დაპირისპირება დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და მოლდავეთში ინტეგრაციის მხარდამჭერებს შორის 1991 წლის 1 ოქტომბერს.

ტაჯიკეთში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები პარლამენტის სპიკერის, რაჰმონ ნაბიევის გადადგომას ითხოვენ, რათა ყველა კანდიდატს თანაბარი პირობები ჰქონოდა 1991 წლის 24 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.