საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთშია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური თურქეთში იმყოფება. პრესსამსახურის ცნობით, გაეროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები თურქეთის ხელისუფლების ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან. 9-13 მაისს სტამბოლი განვითარებადი ქვეყნების მეოთხე კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში გილაური შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულის, პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.