საფრანგეთში ორმაგი მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც აღიარა, რომ შელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა სომხეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებს. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი საქართველოს მოქალაქის მიერ დაქირავებულ ბინაში მოხდა.