სირია არ იქნება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი

გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირია აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ადგილის დასაკავებლად პაექრობაში. სირიამ ეს გადაწყვეტილება ძლიერი ზეწოლის ფონზე მიიღო, რაც სირიის მთავრობის მიერ ქვეყნის ოპოზიციისადმი მოპყრობით არის გამოწვეული. გაეროს წარმომადგენლის თანახმად, აზიის ქვეყნებიდან ადამიანის უფლებათა 47 წევრიან საბჭოში ადგილისთვის კუვეიტი იბრძოლებს. გაეროს გენერალური ასამბლეა არჩევნებს 20 მაისს გამართავს.