ირანის პრეზიდენტმა სამი მინისტრი გაათავისუფლა

ირანის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამი მინისტრი. ისნას სააგენტოს ცნობით, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაითხოვა ნავთობის, სოციალური კეთილდღეობის და მრეწველობის და სამთამადრო საქმეთა მინისტრები. ნაბიჯი მინისტრების რაოდენობის 21-დან 17-მდე შემცირების ჩარჩოებში გადაიდგა. არ არის ცნობილი, ვის ჩაბარდება ეს სფეროები.