ტაჯიკეთში ისლამისტური მოძრაობის წევრი მოკლეს

ტაჯიკეთის სამთავრობო ჯარმა მოკლა ტერორისტულ ჯგუფად მიჩნეული ისლამისტური გაერთიანების წევრი, ჯუმა იბროხიმოვი, რომელიც სხვებთან, სულ 25 პატიმართან ერთად, შარშან ციხიდან გაიქცა. იბროხიმოვთან ერთად მოკლეს მისი თანმხლები პირიც. ტაჯიკეთის მთავრობის თანახმად, მან კვლავ დააკავა ან დახოცა ციხიდან გაქცეულ ტუსაღთა უმეტესობა.