მაროკოში უშიშროების ძალებმა დემონსტრაცია დაშალეს

მაროკოში უშიშროების ძალებმა დღეს განდევნეს ოპოზიციონერი დემონსტრანტები, რომლებიც დედაქალაქ რაბათის გარეუბანში მართავდნენ აქციას. თვითმხილველთა თანახად, შეტაკებისას დაშავდა რამდენიმე პირი. დემონსტრანტები შეიკრიბნენ შენობასთან, რომელშიც, მათი თქმით, საიდუმლო საპატიმროა განთავსებული. საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს ესეთი ციხის არსებობის შესაძლებლობის შესახებ. მაროკოს ხელისუფლებამ შაბათს აკრძალა ერთი დემონსტრაცია რაბათში და ასეთივე აქცა კასაბლანკაში.