ანჯელინა ჯოლიმ გერმანიის ჰოსპიტალში მოინახულა ქართველი სამხედროები

ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა, გაეროს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ გერმანიის ჰოსპიტალში მოინახულა ქართველი სამხედროები ალუდა სეთურიძე და ედნარ აბულაძე, - ამის შესახებ დღეს იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი ედნარ აბულაძე ავღანეთში დაიჭრნენ სამშვიდობო მისიის შესრულებისას და ამჟამად გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.