პაკისტანში აშშ-ის სარაკეტო თავდასხმას ოთხი პირი ემსხვერპლა

პაკისტანის დაზვერვის უწყების თანახმად, სავარაუდოდ, აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ავღანეთის საზღვართან ოთხი პირი დაიხოცა. ჩრდილოეთ ვაზირისტანში, ცნობით, მანქანას ორი რაკეტა მოხვდა. ამ არეალიდან ხშირია თავდასხმები აშშ-ის და ნატოს ჯარზე ავღანეთში. მოკლულების ვინაობა არ არის დადგენილი. ვინაობა ინფორმაციის წყარომაც არ გაამხილა.