მთიან ყარაბაღთან აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მახლობლად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლა სომეხმა სნაიპერმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცი კვირას დაიღუპა. ის მე-13 სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც წელს დაიღუპა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საზღვართან ინციდენტების შედეგად.