ირანში ქარხნის აფეთქებისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ირანის ქალაქ აბადანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და 20-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქებისას საწარმოს ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი სტუმრობდა. პრეზიდენტი არ დაშავებულა და მისი ვიზიტის პროგრამაც უცვლელი დარჩა. ქარხნის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.