სერბეთი ბოიკოტს უცხადებს ვარშავის სამიტს

სერბეთის პრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ევროპის ლიდერების სამიტს ვარშავაში, რისი მიზეზიც გახდა სტუმართა სიაში კოსოვოს შეყვანა. სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ იგი აღარ დაესწრება სამიტს კოსოვოს პრეზიდენტის ატიფეტე იაჰიაგას ვარშავაში ჩასვლის გამო. კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა პროვინციამ, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც სერბეთი არ ცნობს. ევროპის ლიდერები ორდღიან შეხვედრას გამართავენ ვაშრავაში. ბარაკ ობამა მათ პარასკევს გამართულ სადილზე შეუერთდება.