დავით ბაქრაძემ ბრიუს ჯორჯი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ყოფილი წევრი, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ბრიუს ჯორჯი დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს ფაქტი გააპროტესტა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრიუს ჯორჯმა, როგორც ”ევროსტრუქტურების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დააკანონა და გაათეთრა ვარდების რევოლუციად წოდებული სახელმწიფო გადატრიალება და მის შემდგომ ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები”.