ავღანეთის სამხრეთში საერთაშორისო ჯარის ოთხი სამხედრო ემსხვერპლა აფეთქებას. ცნობით, აამოქმედეს დისტანციური მართვის ბომბი. სხვა დეტალები არ ვრცელდება. უფრო ადრე იუწყებოდნენ კოალიცის ერთი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.